ახალგაზრდამ ერთ დღეში ორი მაღაზია დააყაჩაღა

სამართალდამცველებმა  ყაჩაღობის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე, დადგინდა, რომ ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა“, – აცხადებენ შსს-ში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp