მაჩალიკაშვილი ივანიშვილის პასუხის მოლოდინშია: "უნდა მქონდეს იმედი"

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრის თაობაზე პასუხს ელის. მაჩალიკაშვილს ივანიშვილთან მისი ვაჟის და ძმისშვილის საქმეებზე საუბარი სურს. მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შეხვედრა გუშინ შესთავაზა. 

"თქვენ შეიძლება, არ გქონდეთ იმდი, მაგრამ მე უნდა მქონდეს. მთელმა საქართველოს იცის, რომ ეს ბავშვი [თემირლან მაჩალიკაშვილი] არ არის დამნაშავე, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური დუმს და პასუხი არავის არ აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკითხით თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაინტერესდეს, ამ ყველაფერს ფარდა რომ ახადოს, თუ თავად არაა უშუალო მონაწილე. ალბათ გამომეხმაურება და შემომთავაზებს შეხვედრას",– განაცხადა მაჩალიკაშვილმა.  

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტთან აქციას 11 თვეა, მართავს.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. 27 ივლისს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp