მასშტაბური დაპირისპირება ბრაზილიის ციხეში, დაღუპულია ათეულობით ადამიანი

ბრაზილიის ციხეში ჩხუბის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტი ბრაზილიის პარას შტატში მდებარე ალტამირას ციხეში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ციხეში ორ კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათ მძევლად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც აიყვანეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.  არეულობა, რომელიც გამთენიისას დაიწყო, ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ალტამირას ციხეში ჩხუბი ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო.

შტატის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 16 პატიმარს თავი აქვს მოკვეთილი. 

ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს ციხეებზე კონტროლის გამკაცრება და ახალი ციხეების აშენება სურს. ბრაზილიის ციხეებში სასჯელს 750 ათასამდე პატიმარი იხდის. პატიმრების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp