ირანი და რუსეთი ჰორმუზის სრუტეში ფლოტების ერთობლივ წვრთნას გეგმავენ

ირანი და რუსეთი უახლოეს ხანებში სამხედრო–საზღვაო ფლოტების ერთობლივ წვრთნას გეგმავენ. სამხედრო სწავლება ინდოეთის ოკეანეშია დაგეგმილი და როგორც ადგილობრივ მედიას ირანის სამხედრო–საზღვაო ძალების სარდალმა, კონტრადმირალმა ჰოსეინ ჰანზადიმ განუცხადა თეირანი იმედოვნებს, რომ წვრთნები მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდება. 

მისივე თქმით, ერთობლივი სწავლების სავარაუდო ადგილად ინდოეთის ოკეანეს ჩრდილოეთ ნაწილი და ჰორმუზის სრუტის რეგიონი მოიაზრება, რომელიც ომანისა და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს.

ცნობისთვის: კონტრადმირალი ამჟამად სამდღიანი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. რუსი კოლეგის მოწვევით  გასულ კვირას იგი რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ვისურვებდით, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს"