გვენეტაძე – ლარზე: "საქართველო საგარეო შოკს გადის"

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას "საგარეო შოკებს" და ტურისტების შემოდნების შემცირებას უკავშირებს. 

„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება,რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში.

საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი 2014-2016 წლებში, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა.

იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია,"-აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის არსებული გაცვლითი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკის ზომაა. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარია, მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ინტერვენციას არ აპირებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უწყება კვლავ დაკვირვების რეჟიმშია. ჩარევა კი მოხდება მაშინ, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ზღვარს გადასცდება. 

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკების” ვალუტის გაცვლით სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარია. TBC-ში ამ დროისათვის ერთი დოლარის ღირებულება 2.995 ლარია, საქართველოს ბანკში კი – 2.99 ლარი.

ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება. არ არის გამორიცხული დღის ბოლომდე ეროვნულმა ვალუტამ ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახოს.

ამავე თემაზე: კომერციულ ბანკებში დოლარი სამ ლარამდე ღირს: "მე ჩავერეოდი"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)