საქართველოს ბაზრების რაოდენობა მცირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს ქვეყნის ბაზრობებისა და ბაზრების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. 

2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სულ 206 ბაზრობა და საკვირაო ბაზარი ფუნქციონირებს, ბაზრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1 ობიექტით არის შემცირებული. ამ ბაზრებში 55,500 სავაჭრო პუნქტია განთავსებული. მათი საერთო ფართობი 2 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. მათში საშუალოდ ყოველდღიურად 43,200 ადამიანი ვაჭრობს. მოვაჭრეთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 1,100-ით არის შემცირებული.

2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6 მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 49,2 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 31,0 პროცენტს შეადგენს. 59,6 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 9,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება. 2018 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 100,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27,7 მლნ. ლარია.

ცნობისთვის: ვაჭრობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ის მშპ-ის მთლიან გამოშვებაში 12%-ს ქმნის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)