რამდენი მილიონით გაიზარდა ბიძინა ივანივილის ქონება – 2019 წლის ივლისის მონაცემები

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, 2019 წლიდან 29 ივლისის ჩათვლით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდმარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 375 მილიონი აშშ დოლარით (+7,5%) გაიზარდა. მილიარდერების 500-ეულში ივანიშვილი ბოლო ერთ თვეში რამდენიმე ადგილით დაწინაურდა და ახლა უკვე 348-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 5,37 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილის ძირითადი ფინანსური საქმიანობა რუსეთთან არის დაკავშირებული. 1990-იანი წლებში ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა, რუსეთის საქმიან ცხოვრებაში. მისი ინტერესები ფართოდ იყო წარმოდგენილი რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ფინანსების, ჯანდაცვისა და მძიმე მეტალურგიის სექტორში.

ივანიშვილმა თავისი ქონების მნიშვნელოვანი წილი 2003-2006 წლების შუალედში, აქტივების მნიშვნელოვანი წილის გაყიდვის შემდეგ დააგროვა. ამ პერიოდში მან აქტივების გაყიდვების შემდეგ $2,6 მილიარდის მობილიზება შეძლო. ივანიშვილის ქონების ზრდის მეორე ტალღა 2012 წელს ემთხვევა. პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილმა რუსეთში დარჩენილი სხვა აქტივებიც გაასხვისა, რის შემდეგაც მისი ქონება $1,5 მილიარდით გაიზარდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"