სექტემბერს საქართველოს უნგრეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს 5-6 სექტემბერს უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები განვითარების ახალ ფაზაში შედის და ორ ქვეყანას შორის ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა.

ამასთან, უნგრეთი ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის წევრია. ჯგუფში შედიან უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.

მოისწრაფიშვილის თქმით, ოთხივე ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp