დეპუტატი: "ხალხის ექსპორტით ვართ დაკავებული, ამით ეკონომიკა არ იზრდება"

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ხელისუფლება ნაცვლად პროდუქციისა, ადამიანების ექსპორტითაა დაკავებული, შედეგად ქვეყანა შრომისუნარიანი მოქალაქეებისგან იცლება. 

"ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური ფაქტორები ექსპორტ–იმპორტია და არა აქ წარმოებული პროდუქცია. ვერ ვხედავ, რომ დღეს მოთხოვნა იყოს ფინანსებზე და ბიზნესაქტივობებზე. სამუშაო ადგილების შექმნაზე ეს ქვეყანა არაა ორიენტირებული. მეტიც, მთავრობა გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთ, კვალიფიციური მუშახელი ევროპას სჭირდება, ჩვენ უზრუნველყოფას მოგიხდენთ, რომ წახვიდეთ და ლეგალურად იმუშაოთო. ამდენად, თავსიუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან ჩვენ პროდუქციის ექსპორტს კი არ ვახდენთ, ხალხის ექსპორტით ვართ დაკავებული, ამით კი ეკონომიკა ვერ გაიზრდება. აქტიური ბიზნესი აქ აღარ იქნება. ვიცლებით ადამიანებისგან, რომელთაც ინვესტიციების მოზიდვა, აქტიური ბიზნესის, სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლიათ. შეხედეთ შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინების ტენდენციას. ცოტა ხანში გაუაზრებელი საპენსიო რეფორმის გადამხდელიც არ გვეყოლება",– აცხადებს დეპუტატი. 

ცნობისთვის: ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა თითქმის სამ ლარადაა შესაძლებელი. ეროვნული ბანკი პროცესს საგარეო ფაქტორებს უკავშირებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp