"თუ სოხუმში რუსეთიდან განხორციელდება ფრენები, ეს იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ სწორედ რუსეთია საოკუპაციო ძალა"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, თუ რუსეთიდან სოხუმში განხორციელდება ფრენები, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება, რომ სწორედ რუსეთია საოკუპაციო ძალა და რუსეთი ახორციელებს საოკუპაციო კონტროლს. ასე უპასუხა დარსალიამ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას გეგმავს. 

ლაშა დარსალიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებზე ლაპარაკი ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან არის დაკეტილი, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე. 

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ისინი აღნიშნულით მხოლოდ საკუთარ სურვილებს აჟღერებენ.

„იყო განცხადებები საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან, ისინი თავიანთ სურვილებს უფრო აჟღერებენ ვიდრე რეალობას. ვერანაირი საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, თუ რუსეთიდან განხორციელდება ფრენები ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა და დადასტურება, რომ სწორედ რუსეთია საოკუპაციო ძალა და სწორედ რუსეთი ახორციელებს იქ ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს", - აცხადებს ლაშა დარსალია.

ამავე თემაზე: აფხაზური ცის რუსული გასაღები

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა