"დაგვიკავშირდნენ შსს–დან, გვითხრეს, რომ აიძულეს, მისულიყვნენ პროკურატურაში"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, 29 ივლისს პარტიის წევრებს დაუკავშირდა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს შს სამინისტროში იხდიან და აცნობეს, რომ მათ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. 

"გვითხრეს, რომ აიძულეს, გუშინ მისულიყვნენ გენპროკურატურაში და მიეცათ ყალბი ჩვენება. აჩვენეს ფოტოსურათები, რომლებზეც გამოსახული იყვნენ ნიკა მელია, ბესიკ გაზდელიანი, ჯემალ სეფიაშვილი. უთხრეს, რომ სურათზე გამოსახული ადამაინების წინაარმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებებისთვის, თითქოს ეს ადამიანები ძალადობდნენ პლიციელებზე.როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის დასაჯოს ადამიანები და როგორც ჩანს, რეპრესიებს გააგრძელებენ",– განაცხადა დეკანოიძემ.

მან მოიწოდა სამართალდამცველებს, "ნუ გახდებიან დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები".

ცნობისთვის: ამ დროისთვის ჯგუფური ძალადობისთვის 20–21 ივნისის მოვლენებზე ბრალი 20–მდე ადამიანს აქვს წარდგენილი, მათ შორის ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს: "ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას"