"ღამის ეკონომიკის" ფარგლებში ადამიანები საქმეს აკეთებენ"

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკის მიმართულებით ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ. ასე უპასუხა მერმა კითხვას, რა გაკეთდა პროექტ „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში.

მერი ფიქრობს, რომ "ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს". 

„ღამის ეკონომიკის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რათა განისაზღვოს რა მიმართულებებით მივდივართ, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რადგან დიდია მოთხოვნა სხვადასხვა საკითხებზე. არის რამდენიმე პროექტი განხორციელებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ რაიმე შევცვალოთ. გვინდა საუკეთესო ქვეყნებში როგორი მიდგომა და ხელშეწყობაა, ეს გავიზიაროთ. ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp