აქიმიძე და დვალი ხალვაშს ხვდებიან

ამ წუთებში "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არხის ამჟამინდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშს და არხის გენდირექტორს პაატა სალიას ხვდებიან. შეხვედრა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, "SOLO– ლაუნში" მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან ქიბარ ხალვაში და პაატა სალია, ხოლო მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ დვალი და აქიმიძე. როგორც აქიმიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ორმხრივი შეთანხმების შედეგია. 

ცნობილია, რომ საუბარი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.  

"თქვან, რას გვთავაზობენ და რა უნდათ და ამის შემდეგ გავცემთ პასუხს",– განაცხადა აქიმიძემ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხალვაშს სურს, დამფუძნებლებს ტელეკომპანიის აქციების 40% შესთავაზოს. დავის დაწყებამდე კი აცხადებდა, რომ მზად იყო, მათთვის 50%–იანი წილი დაეთმო. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp