ირანელ პოლიტიკოსს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

თეირანის ყოფილ მერს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ რეფორმატორი პოლიტიკოსი მეუღლის მკვლელობისთვის გაასამართლა.

როგორც ცნობილია, ოჯახური უთანხმოების დროს მუჰამელ ალი ნაჯაფიმ მეორე მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და აბაზანაში დატოვა. მიტრა ოსტადისთვის ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. პოლიტიკოსმა დანაშაული აღიარა.

დასავლური მედია იუწყება, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საბოლოო არ არის. რადგან მუჰამედ ალი ნაჯაფის ადვოკატს განაჩენის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის 20 დღე აქვს.

გასულ წელს ირანის ისლამურ რესპუპლიკაში 273 მსჯავრდებულის სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. აღნიშნული რიცხვი 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 48 პროცენტით ნაკლებია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp