ჩეჩენი მოზარდი ხელისუფლების კრიტიკის გამო პირდაპირ ეთერში ბოდიშს 46 წუთის განმავლობაში იხდიდა (ვიდეო)

გროზნოს ტელევიზიამ 46–წუთიანი სიუჟეტი გაუშვა, რომელშიც 16 წლის მაგომედ ახმატოვი ხელისუფლებასა და ჩეჩენ ხალხს მმართველი ძალის კრიტიკისთვის თვალცრემლიანი უბოდიშებს. 

სიუჟეტში მოზარდი ტირის და ამბობს, რომ „ტყუილად დაუჯერა, მათ ვინც ევროპაში და სირიაში ცხოვრობს“, ჩეჩნეთის მუფტი კი ახმატოვს ტუქსავს, დედა და ბიძა კი ბოდიშს იხდიან ერის წინაშე იმის გამო, რომ „ბავშვს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს“.

„ძნელად თუ დაიჯერებს ვინმე, რომ ადამიანის უფლებებისთვის შეუპოვარი მებრძოლი რეალურ ცხოვრებაში ასე გამოიყურება“, – ამბობს დასაწყისში სიუჟეტის ავტორი, რის შემდეგაც მომტირალი მოზარდის კადრებს უჩვენებენ. 

სოციალურ ქსელებში ახმატოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ მთავრობას კორუფციასა და რწმენისგან განდგომაში ადანაშაულებდა. 

ტელეეთერში სიუჟეტის გაშვებამდე ორი დღის ადრე ახმატოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ახსენა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"