პუტინი მზადაა, ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ ამერიკელ კოლეგასთან მისი შეხვედრა ივნისის ბოლოს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართოს.   

სოჭში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას პუტინმა, აშშ–სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა.

ცნობისთვის: 14 მაისს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგას იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდებოდა. იმავე დღეს ტრამპის განცხადებას კრემლი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ.  

გასული წლის ბოლოს, „დიდი ოცეულის“ ბუენოს–აირესში გამართული სამიტის ფარგლებში ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე შეხვედრა არაერთგზის დააანონსეს.  ამის მიზეზად რუსი მესაზღვრეების მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან 24 უკრაინელი მეზღვაურის დატყვევება დასახელდა. ისინი ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp