ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: "ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი"

“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს"

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის:  მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.9507 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.2889 ლარად შეიძენთ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp