რა შესთავაზა ხალვაშმა "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლებს

"რუსთავი 2"–ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის, დავით დვალისა და არხის მფლობელ ქიბარ ხალვაშს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს ქიმიძემ განუცხადა, ხალვაშმა მათ შესთავაზა თანამშრომლობა, არხის წილის 40%, თუმცა მათგან თანხმობა არ მიუღია. 

დამფუნებლები აცხადებენ, რომ შეთავაზებით კმაყოფილები არ არიან. 


"არ ვართ თანახმა. რატომ არ დავრჩით კმაყოფილი, ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას და ვეტყვით საზოგადოებას მოგვიანებით",– განაცხადა აქიმიძემ.

კომენტარი გააკეთა ხალვაშმაც. მისი თქმით, დამფუძნებლები კმაყოფილები არ დარჩნენ, თუმცა არს ისეა ვიტარება, რომ საუბარი არ გაგრძელდეს. 


„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი „რუსთავი 2“-ის, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე. მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება საუბარი ვერ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია, მოვიფიქრებ.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არიან კარგი პიროვნებები, აბსოლუტურად კონსტრუქციული. ნებისმიერ დროს მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს. ამიტომ, შეხვედრები გაგრძელდება, შეიძლება ბევრჯერ შევხვდეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქიბარ ხალვაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მას არ დაუზუსტებია, რატომ შეცვალა ორი წლის წინანდელი პოზიცია. მაშინ ხალვაში აცხადებდა, რომ მზად იყო, დამფუძნებლებისთვის 50%–იანი წილი და გენდირექტორის თანამდებობა შეეთავაზებინა. ამ საკითხზე დასმულ კითხვას ხალვაშმა შემდეგი უპასუხა:

„მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი. რატომ გინდათ და თვლით, რომ ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო? არ გადამითქვია, თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ გადავთქვი? მათემატიკას მარტო კამერის ცოდნა და ლაპარაკი არ ჰყოფნის“ .

დავით დვალის თქმით, სახელმწიფო ყველაფერი ქნა, რომ დამფუძნებლებს სამართლებრივი ბერკეტი არ დარჩენოდათ და ახლა კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული.


"ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი ან საერთოდ არაფერი დაასახელოს.კმაყოფილება არ გვეხატა მაინცდამაინც, მეორე ის, რომ ჩვენ რაც გავაჟღრეთ წითელ ხაზებზე ისიც ფაქტორი იქნება. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ყველაფერი დაიყვანება იმაზე კონტროლი ვისია, ჩვენი პასუხიც ამ ანალიზიდან გამომდინარე იქნება დაფუძნებული მკაფიო პასუხს ახლა არ ვიძახით.

ჩვენ გავცვალეთ იდეები სარედაქციო პოლიტიკაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“ იყო უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია. ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან. ქიბარი ამას უდგება როგორც მეწარმე და ღელავს „რუსთავი 2“-ის ფინანსურ მდგომარეობაზე. ეს იყო ჩვენი პოზიციის დაფიქსირება.

მადლობა მას და მისი კეთილი ნებაა, 5%-ს დათმობს თუ 70%-ს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად თანხმობას განვაცხადებთ და საბოლოო პასუხი ჩვენი კი ან არა უახლოეს დღეებში იქნება. დღეს სამართლებრივად ქიბარ ხალვაში 100%-ის მფლობელია. ქიბარ ხალვაში არის კერძო პირი და „რუსთავი 2“-ის 100%-ის მფლობელი“, – განუცხადა დავით დვალმა ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp