გეგმავს თუ არა ხალვაში "რუსთავი 2"–ის გაყიდვას – ბიზნესმენის კომენტარი

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ "რუსთავი 2"–ის გაყიდვა არ აპირებს. ამის შესახებ მან არხის დამფუძნებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხაა. ჟურნალისტებმა ბიზნესმენს შეახსენეს ორი წლის წინანდელი განცხადება, რომ მხოლოდ ბიზნესინტერესები აქვს და ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ტელეკომპანიის გაყიდვას. მოგეხსენებათ, არხსი გენდირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსურმა მდგომარეობამ მათ უარყოფით მოლოდინებს გადააჭარდა. 

"სანამ ბიზნესინტერესები არ დაედება საფუძვლად ყველაფერს, მანამდე ყველაფერი უკუღმა იქნება გაკეთებული. გაყიდვას არ ვაპირებ",– განაცხადა ხალვაშმა.

დღეს ხალვაში არხის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შეხვდა და არხსი 40%–იანი წილი შესთავაზა, თუმცა თანხმობა არ მიუღია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp