"სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად ამოქმედება ვერ მოხდება"

2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ, – ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს. მისი თქმით, ეს არ არის გასაკვირი.

„სოხუმის აეროპორტის ამოქმედება საერთაშორისო აეროპორტად ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის წესებს, ICAO-ს წესდებასა და საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ფაქტობრივად ამით აფხაზეთის რუსეთის, კერძოდ როსტოვის საჰაერო სივრცეში მოქცევა ხდება.

ეს არის მორიგი ნაბიჯი, რომლითაც უნდათ ყველა სფერო, აბსოლუტურად ყველა არხი რუსეთის გავლენის ქვეშ იყოს მოქცეული. არ არის გასაკვირი, რადგან 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ ისინი რუსეთზე სრულად დამოკიდებულნი იყვნენ. არც ეს ნაბიჯი გახლავთ გამონაკლისი. მით უფრო, ამას ხელს უწყობს ე.წ. წინასაარჩევნო კონტექსტი, რომელიც ახლა აფხაზეთში არსებობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში. პოპულისტური ნაბიჯია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არაფერს წარმოადგენს, გარდა კანონდარღვევისა და იმის მცდელობისა, რომ აფხაზეთი რუსული გავლენის სფეროში კიდევ უფრო მეტად მოექცეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე: აფხაზური ცის რუსული გასაღები

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“