რუმინეთის შს მინისტრი პროტესტის ფონზე თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაე მოგა მოზარდი გოგოს სავარაუდო გაუპატიურებითა და მკვლელობით გამოწვეული პროტესტის ფონზე თანამდებობიდან გადადგა.

27 ივლისს ბუქარესტში ათასობით ადამიანმა დაგმო პოლიციის რეაგირება ინციდენტზე, რომელიც 15 წლის ალექსანდრა მაჩესანუს მკვლელობით დასრულდა.

ცნობების თანახმად, მსხვერპლმა 25 ივლისის დილას სამჯერ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112), პოლიციას კი რეაგირებისათვის 19 საათი დასჭირდა.

საქმესთან დაკავშირებით 26 ივლისს რუმინეთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს. პოლიცია აცხადებს, რომ ადამიანის ძვლები და სამკაული იპოვა იქ, სადაც, სავარაუდოდ ალექსანდრა იყო დაკავებული - ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ძველ სადგურზე. შენობის მფლობელმა 65 წლის გეორგე დინკამ აღიარა ალექსანდრასა და აპრილში დაკარგული 18 წლის გოგოს ლუიზა მელეჩუს მკვლელობა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp