მამუკა ბახტაძე: "ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული"

საქართველოს პრემიერ–მნისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს იმფლაციის ნიშნული და ჩაერიოს მაშინ, როდესაც პარალეტრები შეიცვალა. ამის შესახებ მან ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა გეგმა აქვს მთავრობას ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად.   

მისივე თქმით, ამ დროისთვის ფუნდამენტური პარამეტრები წესრიგშია. 

„დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ყველაზე პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ძალიან ობიექტური, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა,“ - განაცხადა ბახტაძემ

ცნობისთვის: ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.9507 ლარი იქნება, ხოლო 1 ევროს 3.2889 ლარად შეიძენთ.

30 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9346 ლარი ღირს, ევრო – 3.2642, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6166 ლარი.

ეროვნული ბანკი საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და ამ ეტაპზე პროცესებში ჩარებას არ გეგმავს. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც  ბაზარი თვითონ არეგულირებს.

“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე“, აცხადებს ალავიძე. 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა და საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება:

„დარწმუნებული ვარ, ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება”, - აცხადებს ალავიძე.

ეკონომიკის ექსპერტები კი ფასების მასშტაბური ზრდის მოლოდინში არიან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"