ტრამპმა აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას, რომლითაც ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის სარისკო უცხოური სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აეკრძალათ. პრეზიდენტმა ტრამპმა ვაჭრობის სამინისტროს დაავალა 150 დღის განმავლობაში მოამზადოს განკარგულების აღსრულების გეგმა.

ტრამპის განკარგულებაში არ არის დასახელებული იმ უცხო ქვეყნების კომპანიები, რომლებიც აშშ-ს საფრთხეს უქმნიან, თუმცა მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი.“ ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ამ კომპანიის ტექნოლოგიებს ჩინეთის სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. თავად კომპანია აღნიშნულს უარყოფს.

დონალდ ტრამპის განკარგულება ეფუძნება კანონს "საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილებების შესახებ", რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ისთვის საფრთხის შემცველ ვითარებაში საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები არეგულიროს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"