სომხეთის ექს–პრეზიდენტის მოსამართლეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს

სომხეთში მოსამართლე დავით გრიგორიანს  თაღლითობის ბრალდება წაუყენეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მაისში თავდებით გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი.

ამ დროისთვის მას მოსამართლის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. 

უცნობია, კონკრეტულად რომელ ეპიზოდს ედავება მოსამართლეს გამოძიება. 

მოსამართლე გრიგორიანმა 18 მაისს მიიღო სადავო გადაწყვეტილება საპატიმროდან ქოჩარიანის გაშვების შესახებ. მოგვიანებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების კანონიერება და საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცა. პროკურორებმა გაასაჩივრეს ორივე გადაწყვეტილება და სომხეთის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებები გააუქმა, რასაც კვლავ მოჰყვა ქოჩარიანის დაკავება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp