ბათუმში სამი ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. ამ დროისთვის დაჭრილები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიყენებულ ჭრილობებით მკურნალობენ. არსებული ინფორმაციით, სამივე დაჭრილი აზერბაიჯანელი ტურისტია. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა - ის 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp