1 აგვისტოს შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ მაუწყებლობა შეუწყდეს

ციფრული ოპერატორის „სტერეო პლუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა 1 აგვისტოს სამ არხს: „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეს,– ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„1 აგვისტოს, 24:00 საათიდან ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე არ დაიფარება“, - წერია „სტერეო პლუსის“ განცხადებაში.

ცნობისთვის: "სტერეო პლუსი" საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანისა და პენსის შეხვედრა დასრულდა