პროტესტი დედაქალაქის მერიასთან – მოქალაქეები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა აქციის ფონზე წარიმართა. დემონსტრანტები საბურთალოზე, ალმასიანის ქუჩაზე, მშენებლობის ნებართვას ითხოვენ და ამ მოთხოვნით მერიის შენობასთან შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ. 

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, პროექტი 2011 წელს დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მულტიფუნქციური შენობა უნდა ყოფილიყო 25 სართულიანი, თუმცა ინვესტორმა ვერ შეასრულა პირობა და მშენებლობის ნებართვას ვადა გაუვიდა. 2018 წლის სექტემბერში პროექტი ისევ დამტკიცდა, თუმცა განსხვავებული სახით: დედაქალაქის მერმა 25-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნაცვლად 13 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი დაამტკიცა. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დამტკიცებულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ აქვთ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" ახალი წევრები წარადგინა