კალაძე ეროვნული ბანკისგან ინფორმაციას ითხოვს

დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, მოხარული იქნებოდა, მოესმინა მეტი ინფორმაცია ეროვნული ბანკისგან, "თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლარის კურსის დასტაბილურდეს". 

მერი შექმნილ ვითარებას რთულად აფასებს და მიზაზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებს: 

„ეს არის აქციებთან დაკავშირებული მოვლენები, თუ როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესები, გარე ფაქტორები, ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, რაც გვაქვს დღეს, რაც არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადაიდგას, რათა ლარის კურსის დასტაბილურდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. სავალუტი ჯიშურებში უკვე მეორე დღეა, 1 აშშ დოლარი 3–ლარამდე ღირს. 

ამავე თემაზე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp