საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე "შინდისი" გაიგზავნება

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან დიტო ცინცაძის შინდისი გაიგზავნება. 

ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2020 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 2 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 26 ივლისს ამოიწურა.

შესარჩევ ასევე მონაწილეობდა ფილმები: ნინო ჟვანიას "აღლუმი", მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი "სანამ მამა დაბრუნდება", დიმიტრი ცინცაძის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე", გიგიშა აბაშიძის "მეზობლები". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp