ზაფხულის განმავლობაში სილქნეტი მომხმარებლებს მრავალფეროვან აქციებს სთავაზობს

იმისათვის, რომ ზაფხული განსაკუთრებული და კომფორტული ყოფილიყო, სილქნეტმა ამაზე დიდი ხნითადრე იზრუნა და გარდა  ქსელის განახლების სამუშაოებისა, მრავაფეროვანიაქციები და მიმზიდველი პირობები შეთავაზა მომხმარებლებს.


ჯეოსელის ქსელში ინტენსიური სამუშაოები გასული წლის ზაფხულში აჭარიდან დაიწყო. დღეისათვის კი მთელს სანაპირო ზოლში, 4.5G ინტერნეტი უწყვეტად მუშაობს. გაძლიერებული ოთხნახევარი თაობის ინტერნეტი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში და მთელს შემაერთებელ მაგისტრალზეა უზრუნველყოფილი. 

მომხმარებლები დაახლოებით 5– ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.

4K ხარისხის სრული ფილმის მხოლოდ 2 წუთში გადმოწერა, FHD ხარისხის ფილმის კი - რამდენიმე წამში მხოლოდ ზემაღალი სიჩქარის ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი, რაც ცოტა ხნის წინ სილქნეტმა პირველმა დანერგა ჯეოსელის ქსელში და სატესტოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში კომერციულად გაუშვა. ახლო მომავალში, მთელ თბილისს, ხოლო შემდგომ კი ქვეყნის მთავარ ქალაქებსაც დაფარავს ამტექნოლოგიით, რომელსაც გიგაბიტ ელტეი, მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე კი 4.9G შეიძლება ვუწოდოთ. მისი მეშვეობით მაღალი გარჩევადობის მქონე მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს ატვირთვა და გაზიარება მომხმარებელსუსწრაფესადშეუძლია.

ასე რომ, ინტერნეტ პაკეტების მრავალფეროვანი შემოთავაზებით, ჯეოსელის აბონენტებს, ყველგან შეუფერხებლად შეუძლიათ ისარგებლონ. სილქნეტი ჯეოსელის ინტერნეტ პაკეტებს სხვადასხვა მიმზიდველი პირობით სთავაზობს მომხმარებელს.

კომპანიამ მობილურ ქსელში ზაფხულის აქციების სერია  „სილქფესტი“ წამოიწყო, რომელიც უფრო მეტ სასაუბრო დროს და ინტერნეტ მოცულობას ჩუქნის მომხმარებელს, ვიდრე სტანდარტული პაკეტი.

ამჟამად მიმდინარეობს აქცია, რომელიც ჯეოსელის აბონენტებს აძლევთ საშუალებას 3 თვის განმავლობაში გაიაქტიურონ პაკეტი „მეტი უსასრულო +“ 30%-იანი ფასდაკლებით და დამატებით მიიღონ 2GB ინტერნეტი.

ასევე, ძალაშია აქცია, რომელიც  My Silknet-ის აპლიკაციიდან მომხმარებლებს სთავაზობს 5 GB ინტერნეტ პაკეტისგააქტიურებას5 ლარად.

გაატარეთ ზაფხული სილქნეტთან ერთად  და აირჩიეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება:


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პატიმრობიდან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი გათავისუფლდა