აფხაზური გვარები გალის რაიონის 400-ზე მეტმა მცხოვრებმა აიღო

აფხაზური გვარები ოკუპირებული რეგიონის გალის რაიონის 400-ზე მეტმა მცხოვრებმა აიღო. ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია მურზაყნელი აფხაზების საბჭოს” თავმჯდომარის მოადგილემ ედიშერ ზუხბამ გალში, ორგანიზაციის რიგით მესამე ყრილობაზე განაცხადა და ამ პროცესს “ისტორიული სამართლიანობის აღდგენა” უწოდა.

მისივე ინფორმაციით, რაიონის იმ მაცხოვრებლებს შორის, რომლებმაც “ძირძველი აფხაზური გვარები დაიბრუნეს”, არიან  ქეცბაიები, თარბაიები, მარშანიები, ჩერქეზიები, კირთაძეები და სხვ გვარების მატარებლები, რომლებმაც “ძირძველ აფხაზურ” გვარებთან ერთად, “აფხაზეთის მოქალაქეობაც” მიიღეს.

ცნობისთვის; საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მურზაყნელი აფხაზების საბჭო” 2014 წელს დაფუძნდა. მის მთავარ მიზნად “მურზაყნელი აფხაზების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაცია” სახელდება. ამჟამად ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა “აფხაზეთის რესპულიკის მოქალაქეობის” მისაღებად საბუთების შეგროვებაში მდგომარეობს. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაარსებიდან დღემდე, ხუთი წლის განმავლობაში მას “ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად ძირძველი აფხაზური გვარების დაბრუნების” თხოვნით 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)