მასშტაბური ხანძარი რუსეთში – კვამლმა მონღოლეთამდე მიაღწია

ციმბირში გავრცელებული ტყის მასშტაბური ხანძრის კვამლმა მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორამდე მიაღწია. ამასთან, როგორც მონღოლეთის ხანძრებთან ბრძოლის დეპარტამენტში აცხადებენ, კვამლმა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დაფარა.

სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული მონღოლეთის მოსაზღვრე ირკუტსკის ოლქში, კრასნოიარსკის მხარეში, ბურიატიის ორ რაიონში და იაკუტიის ერთ ერთ რაიონში.

ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ტაიგა 3 მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზე იწვის. ხანძრის გავრცელების ზონები ისევ იზრდება. ციმბირის ყველა ქალაქი კვამლითაა დაფარული. როგორც რუსული მედია წერს, ციმბირში ანტიციკლონის წარმოქმნის შემთხვევაში, ტყის ხანძრების კვამლმა შესაძლოა მოსკოვამდე მიაღწიოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)