ენმ მთავრობას ლარის ლაუფასურების შესაჩერებლად 5–პუნქტიან გეგმას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ლარის დრამატული გაუფასურების შესაჩერებლად ხუთ–პუნქტიან გეგმას სთავაზობს:

  • საბიუჯეტო ხარჯების შემცირება 
  • გაუქმდეს პრემია-დანამატები
  • გაუქმდეს მავნებელი რეგულაციები, რომლებიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს
  • გადაიდგას ანტიკორუფციული ნაბიჯები
  • მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა.

„ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდა რომ არ მოხდეს, ხელისუფლებამ კომერციულ ბანკებთან უნდა იმუშაოს, რათა იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ვალი დოლარში აქვთ წლის დასაწყისში არსებული კურსით შეძლონ დავალიანების გადახდა... ეროვნულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია დოლართან მიმართებაში და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.“, – განაცხადა ენმ–ის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.  

ცნობისთვის: ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127.

31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889.

ამავე თემაზე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)