გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად,  თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იყალთოსა და ზედა ხოდაშენში ადგილობრივებს შეხვდა.

„ასეთი შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აქვს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევიმუშავებთ მხარდამჭერ პროექტებს. გარდა ამისა, შეხვედრის ფორმატში, მოსახლეობას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროექტებისა და  მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. საინტერესო იყო დისკუსიაც. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგრარული დარგის მიმართულების საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და არსებულ პოტენციალზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს