სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ექს–მინისრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც "აქცენტს "ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა, სასამართლომ დაუშვებლად სცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე.

ოქრუშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 29 ივლისს გაასაჩივრეს. 

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა