ურეკში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. თვითმხილველების ცნობით, ერთი მათგანი 12 წლის ბავშვია, მეორე კი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

მისივე ცნობით, სამაშველო სამსახურის დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ მოზარდს, რომელიც წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. 

არსებული ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ადგილობრივია.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp