რამდენი ლარით შესაძლოა, გაძვირდეს პურის ფქვილი

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შესაძლოა ფქვილის ფასმა მოიმატოს, თუმცა არა ისე, როგორც ეს 2018 წლის ბოლოს მოხდა.

ამის შესახებ ლევან სილაგაძემ ტელეკომპანია „პირველთან საუბრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ხორბლის მიმართულებაშიც ეს თემა გვაქვს, რომელიც შემდგომ აისახება ფქვილზე. რა დოზით აისახება პურზე, ეს პურის მწარმოებელთა ასოციაციამ თქვას. ფასები ფქვილზე დაგეგმილია 2,75 –2,80 ნიშნულზე, ანუ როცა ერთი დოლარი 2,75 –2,80 ლარი ღირდა. შესაბამისად, გარკვეული გადახედვები შესაძლოა, იყოს უბრალოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში. იქედან გამომდინარე , რომ ქვეყანაში გარკვეული მარაგი არის, გარდა ამისა, გაგვიმართლა იმაშიც, თუ ამას შეიძლება, რომ გამართლება ეწოდოს, რომ ამჟამად საქართველოში მიდის ხორბლის მოსავლის აღება, მცირეა, მაგრამ სტაბილურობისთვის რაღაც საშუალებას იძლევა.  ფქვილის გაძვირება არ იქნება ისეთი დრამატულად, როგორც ეს იყო 2019 წლის ბოლოს ეს იყო 11 ლარით გაძვირება, მაშინაც იყო ვალუტის მერყევობა და მაშინ გაძვირდა პური 10 თეთრით. ახლა ფქვილის გაძვირება შეიძლება, მაქსიმუმ, ორი ლარით მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ვალუტის დასტაბილურება არ მოხდება. რაც შეეხება შორეულ მომავალს ეს დამოკიდებული იქნება იმაზე რა პოლიტიკად გაატარებს ეროვნული ბანკი და რა პოლიტიკას გაატარებს მთავრობა ეკონომიკაში“, – განაცხადა ლევან სილაგაძემ.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127.

31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889.

იხილეთ ასევე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)