აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. 

კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება იმ კერძო პირებს და კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის გასაყვანად ბალტიის ზღვის ფსკერზე მუშაობაში ღებულობენ მონაწილეობას.

კანონპროექტი სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უნდა განიხილონ, მხარდაჭერის შემთხვევაში დოკუმენტი  ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონლად ტრამპს გადაეგზავნება. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი სანქციები ძალაში შევა. 

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები  ეწინააღმდეგებიან.

ცნობისთვის: „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული პროექტია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რუსეთი  ევროპას ბუნებრივ აირს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“–ის ამოქმედება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

იხილეთ ასევე: პუტინი ტრამპს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გამო ომით დაემუქრა 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp