კაპროვანთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

კაპროვანთან ზღვაში დამხრჩვალი ორი პირი ნათესავები არიან. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, 12 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი  ერთმანეთის ბიცოლა და მაზლიშვილი არიან. 

ტრაგედია კაპროვანთან, რომელიც შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს, დღეს მოხდა.  მაშველებმა წყლიდან ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"