თოდუას კლინიკაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს, ბათუმის უნივერსიტეტში კი ნაღმს ამ დრომდე ეძებენ

თბილისში, თოდუას კლინიკაში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.

„კლინიკაში შემოწმება დასრულდა. არანაირი საეჭვო ნივთი ნაპოვნი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება“, – განუცხადეს „აქცენტს“ სუს–ში თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ კლინიკაში გამნაღმველები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც დღეს შსს–მ განაცხადა, კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

რაც შეეხება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დღეს განმაღმველები ასევე მუშაობდნენ,  როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, შენობაში ნაღმს ამ დრომდე ეძებენ. 

ცნობისთვის: შსს–ს განცხადებით, დღეს უნივერსიტეტში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp