თბილისის ქუჩები, რომლებსაც 1 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მთაწმინდის რაიონში, ჩიტაძის ქ. N 9-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: ჩიტაძის, 9 აპრილის ქუჩებს.

წყლის მიწოდება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. კომპანია ქავთარაძის ქ. N 62-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება ქავთარაძის ქ. N 62-ში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp