შსს: "მოქალაქე პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა"

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1968 წელს დაბადებული ზ.ც მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება "მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

"სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ზ.ც.-გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და შესყიდვები ფარულად ჩაიწერეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. მუხლი 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის