ბათუმის უნივერსიტეტში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. 

როგორც შსს–ში აცხადებენ, უნივერსიტეტის შენობაში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით ცრუ განგაში იყო. 

უწყების ცნობით, ადგილზე გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში  მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:50 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, რომელშიც ეწერა, რომ ნაღმი 48 საათში ამოქმედდებოდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა