ახალციხეში, კოსტავას #33-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრმა, ახალციხეში, კოსტავას #33-ში განახლებული მაღაზია გახსნა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მაღაზიაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა.

მაღაზიაში მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათების შეძენა და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება. აქვე წარმოდგენილია სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, როგორებიცაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi და მათ პროდუქტებს საუკეთესო პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

ბილაინი აქტიურად აგრძლებს მაღაზიების გახსნასა და განახლებას. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზია ფუნქციონირებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"