შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოჰამად ჯავად ზარიფი წლების განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ირანის რეჟიმს წარმოადგენდა და მისი საზიანო საქმიანობის თანამონაწილეა.

სანქციები შეერთებულ შტატებში მინისტრის ყველა აქტივების ბლოკირება გულისხმობს. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო ასევე უფლებას იტოვებს შავ სიაში შეიყვანოს ის პირებიც, რომლებსაც ზარიფთან გარკვეული ბიზნეს–ურთიერთობები აკავშირებს. 

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის სანქციები მას ზიანს ვერ მიაყენებს.

ცნობისთვის: ირანსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მეცნიერება და ბიზნეს სექტორი - რუსთაველის სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა