ჩაქვში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

ჩაქვში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რრომელიც ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა. 

შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კრემლი ერდოღანისგან ინფორმაციას ელის