სტამბოლის სასამართლომ ჩაათაი ულუსოის პატიმრობა მიუსაჯა

სტამბოლის სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდებულ 13 პირს, მათ შორის ცნობილ მსახიობ ჩაათაი ულუსოის 10–თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.   

ნარკოსაშუალებების გავრცელების ბრალდება აღნიშნულ პირებს მოეხსნათ, ხოლო იმის გათვალისწინებთ, რომ სასჯელის ვადა ერთ წელზე ნაკლებია, მოსამართლემ შესაძლებლად ჩათვალა, პირობითი მსჯავრი დაედგინა და გასამართლებულ პირებს ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა. თუ ამ ვადის განმავლობაში ისინი აღნიშნულ დანაშაულს განმეორებით არ ჩაიდენენ, განაჩენი აღსრულებულად ჩაითვლება და ციხეში წასვლა არავის მოუწევს.

2018 წლის 16 მაისს სტამბოლის სასამართლომ 13 ბრალდებული ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით გაასამართლა და 4–დან 6 წლამდე პატიმრობა განუსაზღვრა. თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

აღსანიშნავია, რომ პირობითი მსჯავრი ხელს არ შეუშლის ჩაათაის, განახორციელოს უახლოესი კარიერული გეგმები, რომელთა შორისაა გადაღება ჰოლივუდურ ფილმში და ბესტსელერად ქცეულ თურქულ–ამერიკულ სერიალ „დამცველის" ("Protector") მესამე სეზონის გადაღებების დასრულება.   

თურქულ შოუ–ბიზნესში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. 2015 წელს სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით ქართული აუდიტორიისთვის კარგად ცნობილი კიდევ ერთი თურქი მსახიობი – მურატ ილდირიმი გაასამართლა და 10–თვიანი პირობითი მსჯავრი დაუდგინა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩაათაი საქართველოს საქველმოქმედო მიზნით სტუმრობდა. მან მონაწილეობა მიიღო ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ღონისძიებაში, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირაკლი ღარიბაშვილი: „2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ“