გეგმავს თუ არა ადეიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას – იუსტიციის ყოფილი მინისტრის კომენტარი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ირწმუნება, რომ ქართული პოზ\იტიკა არ აინტერესებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“–ის ყოფილ გენდირექტორ, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილე ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიში განაცხადა.

გვარამიამ მას უთხრა, რას ეტყოდა იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც ახსოვთ და ეშინიათ მისი მმართველობის პერიოდის, რა დროსაც უწევდათ ბიზნესების გადაფორმება და ფულის გადახდა სახელმწიფოსთვის.

“საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება – ეს ერთი. მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს”, – უთხრა ადეიშვილმა ნიკა გვარამიას.

გვარამიამ დაინტერესდა, თუ არა თანამდებობა და საჯარო პოლიტიკური ცხოვრება, რა სურდა მას საქართველოში.

“საქართველოში მშვიდად ცხოვრება რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ ამავე დროს მინდა, საგანმანათლებლო პროექტები. ჩემთვის მინდა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ ვაკეთებთ: მონაწილეობა გარკვეულ საგანმანათლებლო პროექტებში. მეტი არაფერი. სიამოვნებით დავაფუძნებდი კარგ უნივერსიტეტს, კარგ სკოლას, think thank-ს”,– უპასუხა ადეიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp