საქსტატი – ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 368.8 ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2019 წლის აპრილის თვისთვის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშა. 

საქსტატის მონაცემებით, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი  262.2 ლარია, სამსულიანის – 295 ლარი, ოთხსულიანის – 327.8 ლარი,  ხუთსულიანის – 368.8 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 436ლარი.

საქსტატის განცხადებით, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა