ადეიშვილი – ივანიშვილზე: „ხელისუფლების დამოკიდებულება ანტისახელმწიფოებრივი იყო“

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს კომუნიკაცია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჰქონდათ, თავად  – არა, თუმცა ივანიშვილი მას კონკრეტული ადამიანიების დაჭერის თხოვნის შესახებ სხვისი მეშვეობით უთვლიდა. ამ საკითხზე ადეიშვილმა „რუსთავი 2“–ის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„რატომ იჭერდით?“,– იკითხა გვარამიამ.

„კარგი კითხვაა. ასეთი ადამიანი არ იყო ცოტა. არასოდეს არ დაგვიწყია სისხლის სამართლის დევნა იმ პირის მიმართ, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული დანაშაული ჩადენილი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმიტომ, რომ მან [ივანიშვილმა] გვთხოვა, სინამდვილეში კი პოლიტიკა სხვაგვარი იყო... მახოვს, რომ ერთი პალმის მოპარვისთვის დაგვაჭერინა ვიღაც, თითქოს ეს ხე 1000 ლარი ღირდა. ზუსტად აღარ მახსოვს, მემგონი ვიღაც ნათესავი დაგვაჭერინა. იყო 14 კ.გ საღებავზე და ა.შ.“,– ირწმუნება ადეიშვილმა. 

მისი თქმით, დრომ აჩვენა, რომ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ არასწორი და არასახელმწიფოებრივი იყო.

„როდესაც მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში, ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს. ვიცით, რომ ადამიანი რაღაც აქტივებს ყიდდა უცხოეთში და ა.შ. 2003 წლიდან 2007 წლამდე მისი ქონება დრამატულად გაიზარდა – 7,5 მილიარდამდე, სადღაც 1 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა სახელმწიფოსთვის, თუმცა არ გადაახდევინეს. ფულის გარკვეულ ნაწილს ნებაყოფილობით ხარჯავდა[ივანიშვილის]. წელიწადში სადღაც 50–მილიონი უნდა ყოფილიყო 3–4 წლის განმავლობაში, მეტი არა“,– ამბობს ადეიშვილი. 

გვარამია დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ივანიშვილს მასთან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

"ჰქონდათ მცდელობა, ჩემთან კომუნიკაციის. იყო კომუნიკაცია",– უპასუხა ადეიშვილმა თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. 

ამასთან, ადეიშვილმა მერაბიშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდა და პირობები, რომელშიც შს ყოფილი მინისტრი იხდის სასჯელს, წამებას შეადარა. 

"ვფიქრობ, მისი შეცდომა ის იყო, რომ ზედმელად ტოლერანტული გახდა საკუტარი გუნდის მიმართ, საბოლოოდ კი იმათი ჩვენებებით ზის, ვისაც ეფარებოდა",– დასძინა ადეიშვილმა.  

კითხვაზე, რატომ "არ ჩაჯდა" ციხეში და მიიჩნევს თუ არა ამ გადაწყვეტილებას სწორად, ადეიშვილმა უპასუხა, არსებულ პირობებში სამართლიანობისთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და მათ შორის, პირველად გაითვალისწინა ოჯახის წევრების თხოვნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)